ვემზადებით კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება 20 თებერვლიდან 2 მარტამდე - ნინო ჯერენაშვილი

ნინო ჯერენაშვილი

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმოიდგინებიან და ევროპის ფარიკაობის ფედერაციის სპორტული და ტექნიკური დირექტორი. 2026 წელს, ფარიკაობაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნენ.

ერთობლივად მოინახულეს "ჰუალინგ პლაზაში" მდებარე დარბაზი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი თბილისში, 20 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

"ვემზადებით კადეტების და იუნიორების ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება თებერვლის თვეში, 20 თებერვლიდან 2 მარტამდე. მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი. თუმცა, იანვრის თვეში ვმასპინძლობთ მსოფლიო თასებს", - განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ნინო ჯერენაშვილმა.

ევროპის ფარიკაობის ფედერაციის სპორტული და ტექნიკური დირექტორის, იულიუს კრალიკის განცხადებით, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ფიქრობს, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის.

"მინდა, ქართულ მხარე მადლობა გადავუხადო, რადგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კარგი ადგილი შეიქმნა. გავეცანი მიმდინარე სამუშაოებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის", - განაცხადა იულიუს კრალიკმა.