ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას, 12- დან 20 წლამდე ემუქრება. შეიძლება 16 წლიდან დაიწყოს, შეიძლება საერთოდ უვადო პატიმრობა იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას.

„თვითონ მომხმარებლებს რაც შეეხება, ამ კომპლექსურ მიდგომაში რა თქმა უნდა იქნება ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც თვითონ მომხმარებლებს ხელს შეუწყობს იმაში, რომ თავი დააღწიონ ამ ბოროტ სენს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. იზრდება სანქციები. რვა პროექტია შემუშავებული, რომლის განხილვაც პარლამენტში 14 მარტს დაიწყება.