„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის ღირსეული მინისტრი იყო.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გომელაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა.
„ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც, უშუალო ჩართულობითა და მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში. ის, მართლაც, ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, დედაქალაის მერმა შს ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება უსურვა.