ვახტანგ ჩოჩია მედია რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო

ვახტანგ ჩოჩია

გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო, რაც თავის მხრივ, იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური გზა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია მედია რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კანონმდებლობაში აისახოს ე.წ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ყველა მსმენელსა და მაყურებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო, რაც თავის მხრივ, იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური გზა“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც მედია რეგულაციებს შეეხება.