ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ მონდომებას, განაგრძოს ევროპისკენ მიმავალი გზა, ევროკავშირი თქვენს მხარესაა - მარტა კოსი

კოსი

ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ მონდომებას, განაგრძოს ევროპისკენ მიმავალი გზა, ევროკავშირი თქვენს მხარესაა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში შემაშფოთებელ ვითარებაზე. ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ მონდომებას, განაგრძოს ევროპისკენ მიმავალი გზა. თქვენ ნებას პატივი უნდა სცენ. საქმე ჩვეულებისამებრ ვერ გაგრძელდება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“,- წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.