დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის დღე მეორე - ტაშკენტში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პირისპირ შეხვდება უზბეკეთის პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერს.
დღესვე უნდა გაიმართოს საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა. შეხვედრების დროს საუბარი იქნება თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. აქცენტი კეთდება ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე - განსაკუთრებულად ეს შუა დერეფანს ეხება.
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს უკვე შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაშკენტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.