სინოპტიკოსების გაფრთხილება - „მოსალოდნელია -10, -12 გრადუსი...“
1734901292
არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, რათა ქვეყანა დააზიანონ.
„საქართველოდან ეს ინფორმაციები მიდის და არაერთხელ გახმოვანდა, რა შეიძლება იყოს ის მექანიზმები, რაც შესაძლოა, გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ. ვიცით, რომ ეს საკითხი არაერთხელ იყო დაყენებული სხვადასხვა ფორმატში, თუმცა იმედი მაქვს, ევროკავშირის შიგნით ინსტიტუტებში ამ მიმართულებით არ განვითარდება პროცესები, რადგან ეს ეხება ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.