უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლწმენდითი სამუშაოები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები - პაპუნა მარგველიძე

პაპუნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 11 ერთეული ტექნიკა არის მობილიზებული, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.

სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობის საჭიროებებიც მოისმინეს.

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლწმენდითი სამუშაოები ჩვენი რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. საგანგებო რეჟიმში არის გადართული როგორც სამხარეო, ასევე მუნიციპალური სამსახურები, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სახანძრო-სამაშველო სამსახურებთან. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები", - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.