„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
[რადიკალური ოპოზიცია] არანაირ ღირებულებით კოორდინატებში არ მოძრაობს. მათი ღირებულებითო კოორდინატი არის ის, თუ რას ეტყვიან გარედან, რა დავალებას მისცემენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაატარეს რეგიონებში, არამედ მათ აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული უცხოეთზე.
ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მათ პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჰქონდათ კამპანია.
„მათ წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში კი არ ჩაატარეს, საზღვარგარეთ დადიოდნენ და იქიდან იწონებდნენ თავს, პოსტებს დებდნენ, ტელევიზიებში ერთვებოდნენ და იქ ატარებდნენ სინამდვილეში წინასაარჩევნო კამპანიას და საბოლოო ჯამში წარმატებულიც გამოუვიდათ, რადგან იქიდან უფრო არის მათი მხარდაჭერა, ვიდრე ქვეყანაში, მაგრამ ფაქტებს ხომ არ გაექცევიან. ქართულ ოცნებას 41 000-ზე მეტი მარტო პარტიის წევრი ჰყავს და ამიტომაც მუშაობს პარტია საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით, როდესაც საარჩევნო შტაბები იხსნება. აბა რა შტაბებს ხსნიდნენ თვითონაც, თუ ტელევიზორიდან ექნებოდათ მხოლოდ საუბარი. ეს რა თქმა უნდა ნაწილია სამუშაოსი, რომ იცნობდე შენს ამომრჩეველს და მათთან კონტაქტი გქონდეს. რამე თუ იყო დარღვევა, ამას უცხოელები აკეთებდნენ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების წინა დღეს ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საჯაროდ განაცხადა, რომ ის 5-6 ავტობუსს უზრუნველყოფს იმისთვის, რომ არჩევნები რეგიონებში, უბნებზე წაიყვანოს. უცხოური ფულით ხდებოდა ამომრჩევლების მობილიზება რაც დარღვევაა. დარღვევაა ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ [საარჩევნო] კამპანიას ეწეოდნენ უცხოური დაფინანსებით. იცით რომ რამდენიმე ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარეს და ანტიკორუფციულ ბიუროს მოუხდა გაჩერება იმის გამო, რომ ამ ენჯეოებმა და მათმა უცხოელმა დონორებმა აწიეს პანიკა, რომ არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საფრთხე ექმნება. პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მათგან და მათი დონორებისგან პირდაპირი სიგნალი იყო, რომ თუკი უცხოური დაფინანსებით მოქმედ ენჯეოებს ხელს შეუშლიდა სახელმწიფო კანონის დარღვევაში, მოხდებოდა არჩევნების საბოტაჟი, ჩაეხსნებოდნენ დამკვირვებლები, დაიწერებოდა დასკვნა, რომ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო და აქედან გამომდინარე, არჩევნები არ შედგა. ამიტომ ანტიკორუფციულ ბიუჯეტს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოუწია შეეჩერებინა პროცედურები, თორემ ხომ ყველა ვხედავდით, რომ ამ ხალხს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჰქონდათ კამპანია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.