1742195407
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილება

მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილება.
კანონი უზრუნველყოფს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოების ინტერესების გამტარ ორგანიზაციათა დაფინანსების გამჭვირვალობას. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ფარას“ ზუსტი ასლის შემოღება საჭირო გახდა, რადგან უკვე ძალაში შესული „გამჭვირვალობის კანონი“ , მისი ლმობიერი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში გამჭვირვალობას და რიგი ორგანიზაციებისა კანონის გვერდის ავლით განაგრძობს ფუნქციონირებას.