„ენით აღუწერელი ტრაგედია...“ - ცნობილია წყალტუბოში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
1756372914
მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა სამანტა პაუერის განცხადება - USAID-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც რუსმა პრანკერებმა დაურეკეს, თქვა, რომ მოლდოვაში მაია სანდუს მმართველობისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ფული ჩადეს.
პაუერმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის პოლიტიკის გამოც და ამ ფონზე ევროპელ მოკავშირეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" აღიარება და კიდევ ერთი დასტურია, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდა.
მმართველ პარტიას აინტერესებს, რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და რატომ დუმს საელჩო იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების შეხედულებები თანხვედრაშია.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, USAID-ი რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა მოლდოვაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ცნობილი ფაქტია.
"USAID-ი რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა მოლდოვაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, არის ცნობილი ფაქტი. არაფერი ახალი მგონი ამ გაპრანკვის შედეგად არ გამხდარა ცნობილი საზოგადოებისთვის. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე USAID-ს თანხა, მით უმეტეს, საქართველოში, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არ დაუხარჯავს. რაც შეეხება სამოქალაქო პოლიტიკურ საკითხებზე გარკვეული თანხების დახარჯვას, ეს ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. კონკრეტულად ვის წაადგა და როგორ წაადგა, ეს ძალიან ვრცელი საკითხია, ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუმცა, მარტივად რაც შემიძლია გითხრათ, ერთი არის ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება განპირობებულია იმ მარტივი ფაქტით, რომ თანხები მათი აზრით იყო ძალიან გაზრდილი და უტრირებული. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში USAID-ი თუ ვინმეზე ფულს ხარჯავდა, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუციები და არა ოპოზიციური აქტორები ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.