„I said YES!“ - შორენა ბეგაშვილს ხელი სთხოვეს
1771057537
საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილი კონფერენციის ფარგლებში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.
„შესაძლებლობა მქონდა არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი, ასევე გამემართა შეხვედრები. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა, უსაფრთხოების გამოწვევის თვალსაზრისით.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილი 13 თებერვალს პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.