უნდა შეიქმნას ერთი საერთო პლატფორმა, ხალხი, 200 დღეა, რუსთაველზე დგას 5000-ლარიანი ჯარიმის მიუხედავად და ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია რა უნდა იყოს? - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

ყველას იჭერენ და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ვინც ასე არ ფიქრობს, არ ეთანხმება რეჟიმს, რაღაც დიდი პროცესი შექმნან. რა პრობლემაა, რომ ვიღაც სადღაც დარეგისტრირდეს? კარგი იქნება, თუ პროტესტში ჩართული სხვადასხვა ადამიანი ერთ საერთო პლატფორმაზე დარეგისტრირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა მოიტანს მეტი ორგანიზებულობას, ერთიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.

„ეს პლატფორმები, საბოლოო ჯამში, ერთ იდეასთან მივა. უნდა შეიქმნას ერთი დიდი საერთო პლატფორმა და არანაირი წინააღმდეგობა და განსხვავება არაა ამათ შორის. ხალხი, 200 დღეა, რუსთაველზე დგას 5000-ლარიანი ჯარიმის მიუხედავად და ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია რა უნდა იყოს?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „უნდა შეიქმნას ონლაინპლატფორმა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე ითხოვს რეჟიმის ცვლილებას, ქვეყნის დაბრუნებას ევროპისკენ, პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა“.