ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები მას უკრაინაში 2013 წელს მომხდარ მაიდანს აგონებს.
"2024 წლის ნოემბრის საქართველო - 2013 წლის ნოემბრის უკრაინის სარკეა. ივანიშვილი იმავე სქემას მიჰყვება, რასაც იანუკოვიჩი. ზუსტად 11 წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში უკრაინაში ღირსების რევოლუცია დაიწყო, როცა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, რამაც ეროვნული პროტესტი გამოიწვია", - დაწერა კულებამ.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი მოდელი ნათელია: "ჯერ გართმევენ თავისუფლებას, შემდეგ გცემენ, ხოლო ამის შემდეგ წინსვლა ქრება და რუსეთი გშთანთქავს", - დასძინა მან.
კულება თბილისის ქუჩებში მყოფ მომიტინგეებსაც მიმართავს. "ის, ვინც თბილისი ქუჩებში დგას: თქვენი დღევანდელი ბრძოლა ეს არა უბრალოდ პროევროპული ან პრორუსული პოზიციაა. ეს არის ბრძოლა სიცოცხლის ძირეული უფლებისთვის. თქვენ ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ. ნუ მისცემთ მათ მოგპარონ თქვენი მომავალი", - წერს კულება.