„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
უკიდურესად არაკორექტული განცხადებაა, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ან საზოგადოდ, სასამართლოზე, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრმა ამგვარად შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მისი სარჩელის განხილვის მიზნით, უნდა დაიწყოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული.
„ზურაბიშვილის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება განპირობებულია ერთადერთი ფაქტორით - შეიძლება, მან ყველაზე კარგად იცის დღეს, რომ არავითარი მიზეზი არალეგიტიმურად არჩევნების ჩატარებისთვის არ არსებობს. ასეთ დროს, როდესაც გაქვს არგუმენტების დეფიციტი, აუცილებელია გარკვეული - დავარქვათ ამას ეპატაჟური განცხადებები, რომლებითაც შეეცდები, რომ საზოგადოებრივი წნეხი გაზარდო და ამგვარად გაზარდო საკუთარ ინტერესებში შემავალი არასწორი, არამართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019