უარს ვიტყვით მანდატებზე, ჩავხსნით სიას, არ ვაპირებთ ამ სიყალბეში მონაწილეობას - ნანა მალაშხია

ნანა მალაშხია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია აცხადებს, რომ არ აპირებენ სიყალბეში მონაწილეობას და უარს იტყვიან მანდატებზე, ასევე ჩახსნიან სიას.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ჩვენ რაც შეიძლება მალე გავაფორმებთ, ანუ უარს ვიტყვით მანდატებზე, ჩავხსნით სიას და არ ვაპირებთ ამ სიყალბესა და კონსტიტუციურ გადატრიალებაში მონაწილეობას“, – აღნიშნა ნანა მალაშხიამ.

მალაშხიას თქმით, პარლამენტის დღევანდელი სხდომა იყო კონსტიტუციის სრული დარღვევა და ხელისუფლების უზურპაცია.