ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის რომა გარდაიცვალა
1752930191
ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.
მაჭავარიანის თქმით, მას შემდეგ, მუდმივია მცდელობები, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
„თვალს ვადევნებთ იმ შანტაჟის გაგრძელებას, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იხსნება - ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს და შესაბამისად მას მერე არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეუსრულებს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი ნათელია და სწორედ ამიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას“, - აცხადებს მაჭავარიანი.