თვითმმართველობის არჩევნებზე დღეს საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ - მამუკა ხაზარაძე

mamuka xazaradze

დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ შემოგდებული საკითხია.

„თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ, რათა კონცენტრაცია და საუბარი გადავიდეს სხვა თემაზე. დღეს ამ თემაზე საუბარი არის ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც დღეს ციხეშია და ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს. ყველას მოვუწოდებ, მთელი ფოკუსი ახალი არჩევნებისკენ, მთელი ფოკუსი ჩვენი პატიმრების, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების დახსნისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ხაზარაძემ.