დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები მოიგო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე. ობოლაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ აქვთ წამოცდენილი, რომ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

"ლელო-ნაცებს" და ზოგადად, "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ აქვს წამოცდენის სახით აღიარებული, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების და ისინი ხმებს რომ ითვლიდნენ, თავიანთი მხარდამჭერების, ზუსტადაც რომ არჩევნების შედეგებს და შედეგებში მიღებულ ციფრებს უთითებდნენ ხოლმე. ახლა, დღეს მათ უწევთ თქვან, რომ დიახ, არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ.

 

რეალურად, არჩევნები ერთნაირად ჩატარდა, ერთი და იგივე ტექნოლოგია იყო გამოყენებული. არავითარი დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადამიანების ნების გამოვლინებაზე ჰქონოდა გამოვლინება, არ მომხდარა, მაგრამ შეიცვალა რა? შეიცვალა დავალება, "ლელოელებმა-გახარიებმა-ნაცებმა" სხვა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მიიღეს დავალება, რომ დესტრქუციულად და ქვეყნის წყობილების წინააღმდეგ უნდა მიემართათ თავიანთი ყველა ძალა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა დავალება არის სხვა - დავალება არის, რომ როგორმე გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" შემავალი სხვადასხვა პარტია და როგორმე გაირიცხონ "ლელოელი" და გახარიელი ნაცები, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდნილია", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.