„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ტვირთბრუნვა ძალიან სწრაფად იზრდება ამ რეგიონში. შესაბამისად, სხვა გზები არის საძიებელი და საქართველო სწორედ ამაზე ახდენს პოზიციონირებას, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს სატრანზიტო მიზნებისთვის, - განაცხადა ინდოეთში საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა.
„Raisina-ს კონფერენციის ფარგლებში მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს კავკასიასთან დაკავშირებით პანელზე. პანელის მოდერატორი იქნება ინდოეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მინისტრი ისაუბრებს კავკასიის რეგიონზე, მასში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონის სატრანზიტო როლზე და განსაკუთრებით იმ პოტენციალზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ტვირთბრუნვა ძალიან სწრაფად იზრდება ამ რეგიონში. შესაბამისად, სხვა გზები არის საძიებელი და საქართველო სწორედ ამაზე ახდენს პოზიციონირებას, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს სატრანზიტო მიზნებისთვის“, - განაცხადა ჯაოშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.