რა ვითარებაა ბახმაროში - სოცქსელის მომხმარებელი დეზინფორმაციას პასუხობს
1753181724
შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის ტულსი გაბარდის განცხადება კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია საქართველოში. "ქართული ოცნებისთვის" ეს არის დასტური - არაფორმალური გავლენების და იმ მანიპულაციების, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში.
"ტულსი გაბარდის მხრიდან გასაჯაროებული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნებში რუსეთის გავლენებთან დაკავშირებით კამპანია იყო ხელოვნურად დაგეგმილი და იყო დეზინფორმაცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ხელის გულზე დევს, რომ პრორუსულობის დაბრალება გამოიყენება "დიფ სთეითის" და სხვადასხვა პოლიტიკური გავლენის მხრიდან ხელისუფლებების, პოლიტიკური ძალების გასანეიტრალებლად და დისკრედიტაციისთვის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.