"თუკი ვიღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილი ინებონ, გამოიძინონ შესაბამისი მტკიცებულებებით, დანარჩენი ყველაფერი არის ჭორაობა" - ანა ბუჩუკური ევროკომისიის სკანდალზე

ანა ბუჩუკური

"თუკი ვიღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილი ინებონ, გამოიძინონ შესაბამისი მტკიცებულებებით, დანარჩენი ყველაფერი არის ჭორაობა," - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის სკანდალს გამოეხმაურა.

"თუკი ვიღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებს საქართველოში, კეთილი ინებონ, გამოიძინონ შესაბამისი მტკიცებულებებით, დანარჩენი ყველაფერი არის ჭორაობა. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ მოსდევს კონკრეტული მტკიცებულება, არის ჭორაობა. მითუმეტეს იმ ადამიანების მხრიდან უტიფრობა, რომლებიც თავად იყვნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად გასცემდნენ გრანტებს," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, კომისიამ აღიარა, რომ მისი ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკომისიამ ამ საკითხზე მოკლე განცხადება გაავრცელა: "კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას", - ნათქვამია ტექსტში.