„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და კრიმინალური ვაჟკაცობა ამ მხრივ, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
იგი ყველას ურჩევს დაემორჩილონ კანონებს და საგამოძიებო კომისია რომ დაიბარებს, აუცილებლად უნდა მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაც არღვევს კანონს. ადამიანი თავისუფალია, მათ შორის იმ მხრივ, რომ შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინოს ან კანონიც დაარღვიოს. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოს, კანონი უნდა დაარღვიოს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. თუკი იმისი სითამამე ჰყოფნით და ასე ვთქვათ, კრიმინალური ვაჟკაცობა ამ მხრივ, თუ რა დავარქვა ამას, სითამამე ჰყოფნით, რომ დაარღვიონ კანონი, მაშინ ამაზე პასუხისგებასაც შეხვდნენ შესაბამისი სითამამით და არა ის, რომ შემდეგ იწყებენ წუწუნს, რატომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება?! რატომ ხდება გამოძიება და ა.შ. თუკი მზად ხარ დაარღვიო კანონი, მაშინ იყავი მზად რომ ამის გამო დაგეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არის და ეს. დაარღვიონ კანონი, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობაც მიიღონ სათანადოდ და შემდეგ არ დაიწყონ წუწუნი, რომ არის პოლიტიკური დევნა, წერილების წერა შემდეგ მფარველებთან და სხვადასხვა ასეთი ქმედება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.