ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
გამოძიება, რაზეც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ ადგილობრივები საუბრობდნენ, არის ის პროცესი, რომელიც რეალურად უკვე მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს გამოძიება აინტერესებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა შეუძლია დაინტერესდეს იმ პროცესებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს.
„პროკურატურაში დაიწყო გამოძიება იმ ფაქტების გარკვევასთან დაკავშირებით და იმ ბრალდებების გარკვევასთან დაკავშირებით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და მისნაირები აცხადებენ. თავად ის ფაქტი, რომ არცერთი ბრალმდებელი არ ცხადდება იმისთვის, რომ ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, ყველანაირ შანსს კლავს საერთაშორისო გამოძიების, იმიტომ, რომ ელემენტარულად, ეს ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, ყველა სახის გამოძიებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები.
უზომოდ სასაცილო იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ბრალმდებელს არ ჰქონია არანაირი ვალდებულება მტკიცებულებები მოიტანოს. ეს უკვე აღარც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ნორმალურად შესრულებაზე საუბარი, ელემენტარულად, მგონია, რომ საყოფაცხოვრებო პროცესებიც კი არ იცის ამ ადამიანმა ბრალდების და მტკიცებულებების ნაწილში. ვფიქრობ, საყოფაცხოვრებო თემიდან დაწყებული, სამართლებრივი ჭრილით დასრულებული, ყველგან ეს ლოგიკაა, ანუ, ვინც ბრალს დებს, მან უნდა წარადგინოს ეს არგუმენტები და მტკიცებულებები.
ამიტომ, თავისთავად, თუ ვინმეს სურს, რომ ეს ფაქტები იყოს გამოძიებული, ამისთვის სატანადო გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ დაეყრდნონ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, გამოძიება, სადაც ბრალდების მხარე ყველა იცილებს პასუხისმგებლობას, რომ რაიმე დამატებითი არგუმენტი მოიტანოს, ძალიან კარგი, ნიშანდობლივი ფაქტორია, რომ საერთაშორისო გამოძიებაზე უკვე აღარც შეიძლება ვინმეს რაიმე მოლოდინი ჰქონდეს იმდენად უსუსურია დამბრალებლების არგუმენტები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.