პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი მისი ქვეყანა იქნება. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ როდესაც საქმე პრეზიდენტ პუტინს ეხება ევროპაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
„ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ევროპაში ვერ გრძნობს თავს დაცულად. დიახ, უკრაინა ნომერ პირველი სამიზნეა, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა - დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი. რუსეთი დარჩება ჩვენს კარებთან," - განუცხადა ნაუსედამ CNN-ს კითხვაზე, შეეძლო თუ არა პუტინი სამიზნე ყოფილიყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლიტვა, ესტონეთი და ლატვია რაღაც მომენტში.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ ესტონეთთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, ლატვიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მოუწოდებდა ევროკავშირს დაუყოვნებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მისი ოფიციალური მიღების შესახებ.