თუ შენ მხოლოდ იმიტომ მიდიხარ ადმინისტრაციულ შენობასთან, რომ განცხადება შეიტანო, მაშინ ტაფებით და ჩასაბერი ინსტრუმენტებით მისვლა არ არის საჭირო - რატი იონათამიშვილი​

რატი იონათამაშვილი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი რატი იონათამიშვილი, ცესკოსთან მიმდინარე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "რადიკალური ოპოზიციის" სახეა.

"თუ შენ მხოლოდ იმიტომ მიდიხარ ადმინისტრაციულ შენობასთან, რომ განცხადება შეიტანო, მაშინ ტაფებით და ჩასაბერი ინსტრუმენტებით მისვლა არ არის საჭირო. თუ სხვა გზას ირჩევ, ე.ი. შენი მიზანი თავიდანვე ხელოვნურად ხმაურის ატეხა იყო, მაგრამ ესეც რომ უშედეგოა, ჩვენი საზოგადოება ამაზე დიდი ხანია შეთანხმებულია. უბრალოდ, ეს ყველაფერი გვაჩვენებს ამ რადიკალების სახეს, რომ მათ მხოლოდ ასეთი ინსტრუმენტებით - ტაფებით, ქვაბებით სურთ ფონს გავიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც მიიღებენ, ამასაც კარგად ნახავს ჩვენი საზოგადოება,"- აცხადებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" წევრი რატი იონათამიშვილი.

ცესკოს შენობასთან, დაპირისპირება იყო სამართალდამცველებთან, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ერთად შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.