1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პრეზიდენტის არჩევის პროცედურა 60 დღით ადრე იწყება მაშინ, როდესაც პარლამენტის არჩევნები სხვა წელს ტარდება და პრეზიდენტის არჩევნები სხვა წელს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
„თუ პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ახალი პარლამენტის არჩევნებიდან 45 დღის განმავლობაში ნებისმიერი თარიღის ჩანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია პარლამენტს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს.
თარიღის ჩანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან, ხმოსნისგან შედგება. მათ შორის არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან (2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.