„თუ დანაშაულს აქვს ადგილი ან დანაშაულის დაგეგმვა ხდება, ამაზე უნდა მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება თავისი მტკიცებულებებით“ - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

შიდა ტერორიზმის დეფინიციასთან დაკავშირებით აშშ-ის პროკურორის, შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, თუ დანაშაული იგეგმებოდა ან ჩაიდინა ვინმემ, სახელმწიფოს ვალდებულებაა მტკიცებულებების მოპოვება და გამოძიება.

"ის რევოლუციას აწყობს, ეს რევოლუციას გეგმავს, ის სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ის ამას აწყობს, ამაში ატრენინგებს და ა.შ. იმისთვის არსებობს სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებები და სპეციალური სამსახურები, კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ თუ დანაშაულს აქვს ადგილი ან დანაშაულის დაგეგმვა ხდება, ამაზე უნდა მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება თავისი მტკიცებულებებით", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, ამერიკის მთავარმა პროკურორმა, ბოლო პერიოდში ილონ მასკის კომპანიის, "ტესლას" ავტომობილების სხვადასხვა, მათ შორის, "მოლოტოვის კოქტეილების" მეშვეობით დაწვა, შიდა ტერორიზმად მოიხსენია. პენ ბონდის ამ პოზიციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელით. შალვა პაპუაშვილმა თბილისში გამართული აქციები გაიხსენა და დაინტერესდა თუ რას ხმარდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.