სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე, ისევ გადაკეტილია. გზის სავალ ნაწილზე კარვებია გაშლილი.
მოძრაობა „დაფიონის“ წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა ნივთი, სამშენებლო მასალები და ტომრებით გზის ბლოკირება დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა კონსტიტუციურია. მათი თქმით, გზის გახსნას არ აპირებენ.
ამასთან, თსუ-თან იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, კერძოდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ადგილზე არ მისულან „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. როგორც პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტეს, პროტესტს უერთდებიან, თუმცა კარვების გაშლაში მონაწილეობას არ მიიღებენ.