ცოტნე ანანიძე სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვაზე: ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც, 2008-ში იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ შედეგი, ეს გამოკითხვაც ასეთია

ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმიანება, რომლის ჯამიც 102%-ია. ანანიძის განცხადებით, სწორედ ასე ითვლიდა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შედეგებს, რომლის ნათელი მაგალითიც, ხელვაჩაურის ოლქის 2008 წლის არჩევნების შედეგია.

"ასე ითვლიდა არჩევნების შედეგებსაც. 2008-ში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე იმდენად არარეალური პროცენტები მიიწერა ხელვაჩაურის ოლქში, ვეღარ ჩაჯდა ვერანაირ არითმეტიკულ ლოგიკაში და იძულებული გახდნენ გაეუქმებინათ ამ ოლქის შედეგი. ეს გამოკითხვაც ასეთია", - წერს ცოტნე ანანიძე. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება "თაობები საქართველოსთვის" მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის ჯამიც 102% აღმოჩნდა.