„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს - ანა წითლიძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩევნების დღეს სპეცრაზმელების რაოდენობასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ისაუბრა.
"ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ" - თქვა წითლიძემ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წითლიძე ამ განცხადებით ძალადობასა და კანონ საწინააღმდეგო ქმედებებს აანონსებს, რადგან, მათივე განმარტებით, სხვა შემთხვევაში, სპეცრაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საჭიროება არ დადგება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე სახელმწიფო მათ სათანადო პასუხს გასცემს.
"ნებისმიერი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ დასრულდება მათთვის ფიასკოთი. ამავდროულად, ფაქტია, რომ წამოცდენა, რაც წითლიძემ გააკეთა, გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიან აქციას და მშვიდობიან სიტყვისა და აზრის გამოხატვას, არ სჭირდება სპეცრაზმი სახელმწიფოს მხრიდან.
მშვიდობიანი აქციები ტარდება მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალმომრეობისა და ძალადობის გარეშე, რასაც, ბუნებრივია, სამართალდამცველი ორგანოებიდან არ სჭირდება განსაკუთრებული პასუხის გაცემა.
როცა ვსაუბრობთ სპეცრაზმზე, ესე იგი ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ემზადებიან ძალადობისთვის. არავის თითი არ გადაუცდეს. ყველა, ვინც გადაწყვეტს, ქვეყანა არიოს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება და საკუთარი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოსაზრებები მოახვიოს თავზე, ბუნებრივია, ყველას სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.