ირაკლი ქადაგიშვილი: 4 ოქტომბრის შემდეგ, უცხოეთი იქნება თუ შინაური, დაინახავს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ, ეს არის მართლაც შანსი, რომ ამ რეალობას გაუსწორონ თვალი

ირაკლი ქადაგიშვილი

4 ოქტომბრის შემდეგ, უცხოეთი იქნება თუ შინაური, დაინახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, რომ ოთხი ოქტომბრის არჩევნები შეცდომების აღიარებისთვის შესაფერისი მომენტი და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირების მანკიერი წრე.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამიტომ, ეს არის მართლაც შანსი, რომ ამ რეალობას გაუსწორონ თვალი და საქართველო ომის თეატრად აღარ იყოს განხილული.

„ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება „ენჯეოებზე“ ან ოპოზიციაზე. ეს არის ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას. ამიტომ, ამას დაუპირისპირდა რა მარტო ხელისუფლება, დაუპირისპირდა ქართველი ხალხი.

დღეს, 4 ოქტომბრის შემდეგ, უცხოეთი იქნება თუ შინაური, დაინახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ, ეს არის მართლაც შანსი, რომ ამ რეალობას გაუსწორონ თვალი და საქართველო ომის თეატრად აღარ იყოს განხილული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.