დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხმების 94%-ის დათვლის შედეგად, შვედეთის პარლამენტში ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.
ბოლო მონაცემებით, ოპოზიციური ბლოკი, („სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მემარცხენე პარტია“, „მწვანეთა პარტია“, „ცენტრისტული პარტია“) 176 მანდატს, ხოლო მმართველი მემარჯვენე ბლოკი („ზომიერი პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ლიბერალები“, „შვედეთის დემოკრატები“) 173 მანდატს მიიღებს.
შვედეთის 349 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 175 მანდატია საჭირო.
პირველ ადგილს ამომრჩეველთა ხმების 28.1%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იკავებს. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის „ზომიერი პარტიაა“ 19.9%-ით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებს „შვედეთის დემოკრატები“ (17.6%) და „მემარცხენე პარტია“ (8.2%) იკავებენ.
შვედეთის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ცნობილი 16-17 სექტემბერს გახდება.