დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
როგორც ვიცი არჩევნებზე მცირე ხარვეზები დაფიქსირდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაში ხდება, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა და შედეგიც აშკარაა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირმა ქართველი ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს.
„ცესკომ ოფიციალური შედეგები გამოაცხადა და ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ არჩევნები დასრულდა და მუშაობის დაწყების დროა. მესმის, რომ ზოგი იმედგაცრუებულია. ზოგი მეუბნება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა იმიტომ რომ წინასაარჩევნო რეიტინგებისგან განსხვავდება. წინასაარჩევნო რეიტინგები აშშ-შიც განსხვავებული იყო, რეიტინგებით კამალა ჰარისი იგებდა, მაგრამ რეალურად ტრამპი აირჩიეს. საფრანგეთში არჩევნების დროს წინასწარი პროგნოზებით მაკრონის პარტიას უნდა გაემარჯვა, თუმცა მათ ჩემს პარტიაზე ორჯერ ნაკლები ხმა დააგროვეს. ერთია საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მეორეა არჩევნების შედეგები. ვფიქრობ მცირე ხარვეზების შემთხვევაშიც კი არჩევნების შედეგები მკაფიოა.
მე ის ფაქტი მაღელვებს, რომ წარსულში როდესაც პარტია არჩევნებს წააგებდა, ამბობდნენ, რომ ეს დემოკრატიაა და მომდევნო არჩევნებზე ცდიდნენ ბედს. დღეს კი ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც პარტია არჩევნებში მარცხდება, ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ან იყო უცხოური ჩარევა. მე კი ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც ამ სტუდიაში მოვდიოდი, კედლებზე ვხედავდი წარწერებს, რომ ჩვენ ევროპელები ვართ. ეს ყველამ იცის - ჩვენ ერთი ცივილიზაცია ვართ და საერთო ღირებულებები გვაქვს. ქართველები ევროპელები არიან, ამიტომ ევროკავშირის ფუნქციებში არ უნდა შედიოდეს იმის კარნახი, თუ ვინ მოიგო არჩევნებში და ვინ უნდა იყოს თქვენი მთავრობა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ჩვენ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა ტიერი მარიანმა.