1756885496
წილოსანი: ადამიანები, ვინც ჩვენს განცხადებებს უპირისპირდებოდნენ და გარკვეულწილად ანტიქართულ კამპანიას აწარმოებდნენ უცხოეთიდან, ახლა გვიერთდებიან იმ პოზიციაში, რომ არამხოლოდ საქართველოს, არამედ პოლონეთის ჩართვასაც აპირებდნენ ომში

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბატონმა დუდამ სწორედ ის თქვა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია საჯაროდ ვამბობთ და რასაც მათ შორის, სწორედ ეს პერსონაჟი არ გვიჯერებდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ანდჟეი დუდას განცხადებას, რომ უკრაინა პოლონეთის ომში ჩათრევას აპირებდა.
„მისი კავშირები სალომე ზურაბიშვილთან კარგად ვიცით, ხშირად ეხმარებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა განცხადების აწევაში, თუმცა ამ შემთხვევაში, ალბათ დადგა მისთვისაც სიმართლის დრო. ეს იყო ფაქტი, სამწუხაროდ რთული დასამტკიცებელი იყო მაგრამ უკვე ყველაფერი ზედაპირზე ამოდის. ადამიანები, ვინც ამ ჩვენს განცხადებებს უპირისპირდებოდნენ და გარკვეულწილად ანტიქართულ კამპანიას აწარმოებდნენ უცხოეთიდან, ახლა გვიერთდებიან იმ პოზიციაში, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათ შორის თურმე პოლონეთის ჩართვასაც აპირებდნენ ომში. რა თქმა უნდა ეს იყო პროცესი, სადაც სურდათ, რომ რაც შეიძლება მასშტაბური ყოფილიყო საომარი დღის წესრიგი და ჩვენ ამ დიდ ზეწოლას გავუძელით“, - აცხადებს წილოსანი.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში განაცხადა:
„უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა“.