ცესკოს თავმჯდომარემ კოლეგიის წევრებს ხმის მიცემის წესები გააცნო

კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კოლეგიის წევრებს ხმის მიცემის წესებს განუმარტა.

მისი განცხადებით, კენჭისყრა დილის 9 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება.

„თქვენ ხედავთ ჩემს ხელმარჯვნივ წარმოდგენილი არის სამდივნო რეგისტრატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლეგიის წევრების ანბანური პრინციპით გამოცხადებას, შვიდ-შვიდი იქნება გამოცხადებული. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოცხადდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია, გადმოგეცემათ ბიულეტენი. შეგახსენებთ, რომ ბიულეტენზე პრეზიდენტობის კანდიდატის წინ არსებული მონიშვნა უნდა შემოიხაზოს სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად არ ჩაითვლება. ბიულეტენის მიღების შემდგომ გადმოვინაცვლებთ ხელმარცხნივ არსებულ მაგიდებთან, სადაც გავაკეთებთ არჩევანს, მოათავსებთ საარჩევნო ყუთში ბიულეტენს. მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ის, რომ კენჭისყრის დასრულების შემდგომ ცესკო გამართავს სხდომას, სადაც განხორციელდება შედეგების შეჯამება და შედგენა, რის შემდგომაც კოლეგიას წარუდგენს კომისია შედეგებს და გამოაცხადებს გამარჯვებულს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.