დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდარიშვილმა წარადგინა 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარი მონაცემები.
"ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ საშუალება მოგვცა, დღეს კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში გაგაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელქტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებს მუშაობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით, ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება. რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო-საარჩვენო ოქმები როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს, შემდეგ კი აიტვირთება ვეგბგვერდზე – results.cec.gov.ge. ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა. გაგაცნობთ 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ მონაცემებს.
გურჯაანში, N8 მაჟორიტარული ოლქში კანდიდატმა, ზურაბ მუხულიშვილმა მიიღო 1 347 ხმა. თიანეთში კანდიდატმა იოსებ მათურელმა მიიღო 345 ხმა. ახალციხეში კანდიდატმა როინ ნებაძემ მიიღო 463 ხმა. ტყიბულში გიორგი კერესელიძემ მიიღო 321 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,62 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია. ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ მიიღო 5 331 ხმა.
მერების არჩევნებში, ცაგერში, ლევან ზალკანიანმა მიიღო 2158 ხმა, თერჯოლაში მანუჩარ რობაქიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 9 559 ხმა მიიღო.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენ ილმა კანდიდატმა ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 208 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,67 პროცენტი, ხოლო გიორგი ხახუბიამ მიიღო 24 646 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,32 პროცენტია," - განაცხადა კალანდარიშვილმა.