ცესკო: საარჩევნო უბნები გახსნილია შეფერხებების გარეშე, კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო

ნკ

ცესკოში დღის პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო უბნები შეფერხებების გარეშე გაიხსნა.

„კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

კითხვაზე, რა დროისთვის იქნება ცნობილი არჩევნების წინასწარი შედეგები, იოსელიანმა განაცხადა: „ვვარაუდობთ, რომ უბნების დახურვიდან 1-2 საათის განმავლობაში გვეცოდინება“.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.