ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის საჩივრებს განიხილავენ. მოსარჩელეები ფარულობის დარღვევის მოტივით არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვენ. თუმცა სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად ლაშა ფარულავამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება გააგრძელა რის გამოც სხდომა დაატოვებინეს.

დღესვე სხდომაზე საზღვარგარეთის საარჩევნო უბნების შედეგები შეაჯამეს.