„წარმომადგენლობა არის საჭირო, მათ შორის, შესაბამის საარჩევნო ორგანოებში, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აუცილებლად დაინიშნება“ - სალომე სამადაშვილი ცესკოში წევრის დანიშვნაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მათ კოალიციას დასჭირდება პირი, რომელიც „ძლიერი საქართველოს“ ინტერესებს დაიცავს.

სამადაშვილის ამ განცხადებით, ცესკოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი გიორგი სიორიძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნას მოითხოვენ.

„წარმომადგენლობა არის საჭირო, მათ შორის, შესაბამის საარჩევნო ორგანოებში იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. ივანიშვილს ამ არჩევნების ჩატარება მოუწევს. შესაბამისად, ჩვენ გჭირდება ჩვენი უფლებების დამცავი, ხმის გამჟღერებული, წარმომადგენელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.