"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
მმართველი გუნდი დადებითად აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც ეხება მოსკოვის მზადყოფნას დაეხმაროს თბილისს, სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ნორმალიზებაში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შერიგებას ალტერნატივა არ აქვს და განცხადებების პარალელურად, რუსეთიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარის გაყვანაზე.
"ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ ჩვენი დროებით ოკუპირებული მიწების დაბრუნება, არამედ ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმა, რომელიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათი შემორიგება და მათთან ერთად სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ რომ დავრწმუნდეთ ეს ყველაფერი რეალისტურია, რაც ბატონმა ლავროვმა გააჟღერა ამასთან დაკავშირებით, მუშაობა უნდა იყოს დაწყებული და რაღაც გეგმა უნდა იქნას შემუშავებული. ჩვენ პირველ ნაბიჯს განვიხილავთ იმას, რომ წარმოგვიდგინონ გეგმა, როდის და რა ფორმით აპირებენ დროებითი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.