ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალში ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალში ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

„მე ვფიქრობ, რომ ეს დიდწილად ევროპის პასუხისმგებლობა იქნება. ევროპული ქვეყნები იქნებიან პასუხისმგებელნი“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც მას ჰკითხეს, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე მომავალში.