News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების დასრულების შემდეგ პირველად მიმართა საკუთარ ამომრჩეველს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამერიკას დახმარება სჭირდება.
„ჩვენ ქვეყანას უნდა დავეხმაროთ. ჩვენი ქვეყანა დახმარებას საჭიროებს. ჩვენ საზღვრებს გავაუმჯობესებთ, და ყველაფერს გავაუმჯობესებთ, რაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამაღამ ისტორია დავწერეთ“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს საკუთარ მამულში.
მან საკუთარ გამარჯვებას პოლიტიკური გამარჯვება უწოდა და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ამისთვის. „ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც მანამდე ჩვენს ქვეყანას არ ენახა. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ერს არაჩვეულებრივი პატივისთვის ვიყო თქვენი 47-ე არჩეული პრეზიდენტი“, - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.