ტრამპი: აშშ-ს და ჩინეთს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ

ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკას და ჩინეთს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ.

თავის გამოსვლაში ფლორიდის შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრამპმა აქცენტი ჩინეთის ლიდერზე სი ძინპინზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი ადამიანია.

„ჩინეთს და აშშ-ს ერთად მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. აბა, დაფიქრდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის [სი ძინპინი] ჩემი მეგობარი იყო. ის აქ დიდი ხანი იმყოფებოდა... ჩვენ მრავალ საათს საუბარში ვატარებდით. ის შესანიშნავი ადამიანია. პრესას არ უყვარს, რასაც ვამბობ, მაგრამ ის შესანიშნავი პიროვნებაა“, - აღნიშნა ტრამპმა.