ტრამპი: არ ვფიქრობ, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შევძლებთ

ტრამპი

ალასკაზე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ, თეთრი სახლის მეთაურმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინს გარიგების დადება სურს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა სანქციებით მუქარას პუტინზე გავლენის მოხდენა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერს აქვს გავლენა“.

მან დასძინა, რომ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულმა მეორადმა ტარიფებმა „ფაქტობრივად აიძულა ის, უარი ეთქვა რუსეთისგან ნავთობის ყიდვაზე“.