თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატი მინდია დიასამიძე წარუდგინა

რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის დელეგატი, მინდია დიასამიძე წარუდგინა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები, გამოწვევები და სიახლეები განიხილა.