თორნიკე რიჟვაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

რიჟ

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შეხვედრები გამართა ქობულეთის მოსახლეობასთან.

მან მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში ქობულეთში მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.