თორნიკე ჭეიშვილი: სამიზნეში კიდევ ერთხელ იყო ამოღებული ჩვენი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ყურადღება შეაჩერეს თავისუფალ მედიაზე. ყველასთვის გასაგებია, მათ შორის ამ მზაკვრული გეგმის ავტორებისთვისაც, რომ მორიგი იერიში დასრულდა ფიასკოთი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს

სამიზნეში კიდევ ერთხელ იყო ამოღებული ჩვენი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში შეაჩერეს ყურადღება თავისუფალ მედიაზე. მგონი ყველასთვის გასაგებია, მათ შორის ამ მზაკვრული გეგმის ავტორებისთვისაც, რომ მორიგი იერიში დასრულდა ფიასკოთი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მორიგი თავდასხმაც დასრულდა ფიასკოთი.

„ამას აქვს რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი. პირველი ის, რომ გარკვეული ძალები არიან დაინტერესებულები იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი როგორღაც გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს კიდეც. ამ სცენარის ნაწილი მათ მიერ ისევ და ისევ არის დაკავშირებული საქართველოსთან. საქართველოს განიხილავენ, როგორც პლაცდარმს, როგორც საზარბაზნე ხორცს ფაქტობრივად, რომელიც უნდა იყოს გაწირული სამხედრო ავანტიურისთვის.

მეორე მხრივ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ კონკრეტულ ძალებს ძალიანაც გულზე ხვდებათ ის გარკვეული პოზიტიური იმპულსები, ის ერთგვარი პოზიტიური დინამიკა, რომელიც შეინიშნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. ახლა სამიზნეში კიდევ ერთხელ არის ამოღებული ჩვენი სახელმწიფო. კომპლექსურად სხვადასხვა თემები შეიძლება გამხდარიყო მათი თავდასხმის ობიექტი. ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ შეაჩერეს ყურადღება თავისუფალ მედიაზე. ეს მზაკვრული ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა მათი მხრიდან პრაგმატულ გათვლას ეფუძნებოდა. ეფუძნებოდა იმას, რომ თუკი აქ დაინახავდნენ ტენდენციებს იმასთან მიმართებით, რომ მოწყვლადი შეიძლება ყოფილიყვნენ შესაბამისი მედიები, „იმედი“ ან „პოსტვ“, რა საკვირველია ეს გაუმარტივებდათ საბოლოო ჯამში საკუთარი გეგმების სისრულეში მოყვანას. თუმცა, ამ ორმა დღემ ძალიან კარგად გამოაჩინა პირველყოვლისა ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ერთსულოვანი იმასთან მიმართებით, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლების დაცვის ინტერესი და ამ ღირებულების ერთგულება. და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა თქვენც, ამ ტელევიზიებში მომუშავე პირებმა, ჟურნალისტებმა აჩვენეთ სიმტკიცე. და პირიქით, არა თუ უკან დახევა, არამედ ვხედავთ, რომ ხართ აბსოლუტურად მზად და შემართულები, რათა თქვენ თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოთ განუხრელად, კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

მგონი უკვე ყველასთვის გასაგებია, მათ შორის ამ მზაკვრული გეგმის ავტორებისთვისაც გასაგებია ის, რომ ეს მორიგი თავდასხმა, მორიგი იერიში დასრულდა ფიასკოთი. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ საბოლოო ობიექტი ამ თავდასხმისა იყო ქართული სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს ყველაფერი ვიცით, რომ არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.