მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ცდილობენ ვითომ საგანმანათლებლო პროგრამების საფარქვეშ, გამოგონილი ტრენინგების თუ სემინარების საფარქვეშ მიაღწიონ იმავე ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, რაც მათ წლების განმავლობაში ამოძრავებდათ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებზე.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ფონზე, ამ შემთხვევაში მათ მიერ სქემაა გადასინჯული, შეცვლილი.
„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით ჩვენ ვიხილეთ ერთი მხრივ საერთაშორისო დონეზე შესაბამისი კამპანია მხილებისა. მათ შორის იმ სქემების, რომლებიც მიზნად ისახავდა სწორედ „ენჯეოების“ გავლით სხვადასხვა ექსტრემისტული პროცესების წახალისებას ამა თუ იმ სახელმწიფოში, ხელისუფლებათა შეცვლას, სუვერენიტეტის შესუსტებას და ა.შ.
მეორე მხრივ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მივიღეთ ჩვენ შესაბამისი მარეგულირებელი აქტები, კანონმდებლობა რომელიც მაღალ დონეზე უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობას და მათი ფინანსების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. თუ ვინ, რატომ და რაში ურიცხავს და ურიცხავდა მათ კონკრეტულ თანხებს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ისინი ახლა ცდილობენ გარკვეული შემოვლითი გზებით ვითომ საგანმანათლებლო პროგრამების საფარქვეშ, გამოგონილი ტრენინგების თუ სემინარების საფარქვეშ მიაღწიონ იმავე მიზნებს, იმავე ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, რაც მათ წლების განმავლობაში ამოძრავებდათ.
ამაზეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგადად იქნება პასუხი გაცემული ისევ და ისევ გრძელვადიან პერსპექტივაზე რომ ვილაპარაკოთ, ვინაიდან უმაღლესი განათლების და ზოგადად, განათლების სისტემის რეფორმირება, ვიმეორებ, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ამოცანა. სწორედ ამ სისტემაში ძალიან ბევრია გაფუჭებული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიერ. ამას აუცილებლად სჭირდება სათანადო ყურადღება და ეს ყურადღება გამოჩენილი იქნება“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
„იმედის კვირამ“ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ასწავლიან ახალგაზრდებს, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია ფრანკლინის კლუბის ანალოგი - იმავე მიზნებითა და იმავე ლექტორებით. დაფინანსების წყარო კი სხვადასხვაა. მათ შორის არის „ჰორაიზონ ეუროფი“ USADI-ის ევროპული ანალოგი. „ევრო დე კონსპირატორი“ და ბანგკოკში მოქმედი ამერიკის საელჩო.