თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: ნებისმიერი ნარატივი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადონ, კიდევ ერთი აღიარებაა იმის, რომ აღარ ეიმედებათ საკუთარი ამომრჩევლისა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს

ნებისმიერი ნარატივი, რომელიც მათი მხრიდან ახლა უკავშირდება იმას, რომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადონ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმის, რომ მათ აბსოლუტურად აღარ ეიმედებათ საკუთარი ამომრჩევლისა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ისინი პოლიტიკურად გამოფიტულები არიან.

„ვიდრე ბარიერის გადალახვის საკითხს შევეხებით, ერთი გარემოების შესახებ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ადრეც გვითქვამს, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერთან ერთად არის გარკვეული თვითლიკვიდაციის რეჟიმში. ისინი იმდენად უგუნურ ნაბიჯებს დგამენ, აქამდე რასაც ვხედავდით, განსაკუთრებით ბოლო დროის ნაბიჯებს, იმდენად რადიკალური ქვენაგრძნობებით არის ეს გაკეთებული და იმდენად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პრაქტიკულად ისინი ამომრჩეველს ამით, რასაკვირველია, კარგავენ. ეს არის სწორედ პოლიტიკური თვითლიკვიდაცია. სხვა რა შეიძლება იყოს.

შესაბამისად, ნებისმიერი ნარატივი, რომელიც მათი მხრიდან ახლა უკავშირდება იმას, რომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთგვარი ბოიკოტი გამოუცხადონ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმის, რომ მათ აბსოლუტურად აღარ ეიმედებათ საკუთარი ამომრჩევლისა. ისინი არიან პოლიტიკურად გამოფიტულები. ერთადერთი, ხელჩასაჭიდი რაც შეიძლება იყოს, არის აბსოლუტურად უსაგნო, არაარგუმენტირებული აპელირება იმაზე, რომ თითქოსდა შესაბამისი გარემო არ არის ქვეყანაში შექმნილი, რომელიც საშუალებას მისცემდათ, რომ კონკურენტულ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, რაც არის, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი არგუმენტაცია.

ეს არის ყურით მოთრეული მოტივები და არგუმენტები. თუკი, მეორე მხრივ ისინი არაერთგზის აპელირებდნენ იმაზე, რომ თურმე საპარლამენტო არჩევნებია ხელახლა ჩასატარებელი, კეთილი ინებონ და ის არჩევნები, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ამ ქვეყანაში, მიმდინარე წლის ფარგლებში, თუ აქვთ რეალური პოლიტიკური უნარი და ძალისხმევა გააჩნიათ იმისა, რომ ამომრჩეველს ეკონტაქტონ და ამით გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ, ბურთი და მოედანი მათ თვალწინ არის გადაშლილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი მდენად არიან დასუსტებულები, რომ ძალიან ბევრს გაუჭირდება ამ თვალსაზრისით არჩევნებში მონაწილეობის მიღება. როდესაც ბარიერის გადალახვაზე ვლაპარაკობთ, არ მგონია ბევრი იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომელთაც ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი ექნებათ. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.